top of page
Search

ბრტყელი სახურავის ტიპები

  • Writer: GD SUPPLY
    GD SUPPLY
  • Aug 7, 2021
  • 1 min read

როგორ სახურავს ეძახიან ბრტყელს?



ბრტყელი სახურავი მხოლოდ ვიზუალურად ჩანს აბსოლუტურად ჰორიზონტალური. თუმცა მინიმალური დახრა მაინც გააჩნია (1-5°), რაც სახურავზე დაგროვებულ ატმოსფერულ ნალექებს საშუალებას აძლევს გადავიდეს სახურავიდან და არ მოხდეს მისი ერთ წერტილში კონცენრირება. მისი მთავარი ფუნქციაც ეს არის.



ბრტყელი სახურავის უპირატესობები

  • ეკონომიურიურობა - ქანობიანთან შედარებით იყენებს მცირე ფართობს რაც მის მოსაწყობად საჭირო მასალებზე იძლევა დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობას

  • შედარებით მარტივი აპლიკაცია და შემგომში მისი მოვლა - გადახურვის ფილის დასხმის შემდეგ რამდნეიმე დღეში შესაძლებელია ჰიდროიზოლაციის მოწყობა. ჰიდროიზოლაციის ადგილობრივად დაზიანების შემთხვევაში მარტივია მისი შეკეთება.

  • ფართის გამოყენების შესაძლებლობა - შესაბამისი ჰიდროიზლაციის ფენის მოწყობის ან სასურველი ფილის დაგების შემთხვევაში შეიძლება მისი გამოყენება ტერასად.


ბრტყელი სახურავის ტიპები


გამოყოფენ 3 ძირითად ტიპს, არაექსპლუატირებად, ექსპლუატირებად და ინვერსიულ ბრტყელ სახურავს.



  • არაექსპლუატირებადი - ყველაზე მარტივი ტიპი, რომელსაც ფუნქციურად სხვა დანიშნულება არ გააჩნია გარდა იმისა რომ დაიცვას სახლი ატმოსფერული ზემოქმედებებისგან. მასზე სიარული არ არის დასაშვები, ან რეკომენდირებულია 1-2 ადამინისთვის, ისიც მხოლოდ მისი შეკეთების მიზნით. კეთდება როგორც ტოლი ასევე ასევე წასასმელი ჰიდროიზოლაცია.

  • ექსპლუატირებადი - გადახურვა რომელსაც დამატებით გააჩნია ზევიდან სიარულის ფუნქცია. შესაძლებელია ტერასად გამოყენება. მასზე შესაძლოა მოეწყოს ასევე მოედანი, კაფე-ბარი, დაირგოს გაზონი და ყვავილები. კეთდება მემბრანული ან წასასმელი ჰიდროიზლაცია.

  • ინვერსიული - განასხვავებს ფაქტი, რომ ამ შემთხვევაში თბოსაიზოლაციო ფენა კეთდება ჰიდროიზოალციის შემდგომ სახურავის ნამცხვრის სისტემაში. ეს დამატებით იცავს ჰიდროიზოლაციას დაზიანებისგან და ახანგრძლივებს მის საექსპლუატაციო ვადას.

 
 
 

Comments


+995 599 705 697 (837)

  • Facebook
  • LinkedIn

©2021 by GD SUPPLY. Proudly created with Wix.com

bottom of page