top of page
Search

პოლიურეთანის ჰიდროიზლაცია/უპირატესობები/აღწერა

  • Writer: GD SUPPLY
    GD SUPPLY
  • Aug 20, 2023
  • 1 min read


პოლიურეთანი ბრტყელი გადახურვის სისტემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სანდო პრემიუმ კლასის ჰიდროსაიზოლაციო მასალაა. იგი განეკუთვნება თხევადი(წასასმელი) ტიპის მემბრანებს, რომელიც ზედაპირზე წასმის შემდეგ შრება და იღებს რეზინოვან ზედაპირს.


ree

მასალის ნედლეულიდან და დამზადების ტექნოლოგიიდან გამომდინარე განეკუთვნება პრემიუმ კლასის ჰიდროიზალიას და ძირითადად გამოიყენება მაღალი კლასის მშენებლობაში, როგორც კერძო სახლების, ასევე საცხოვრებელი კორპუსების, სასტუმროებისა და საწარმოების გადახურვისთვის. გამოყენება შეიძლება როგორც არაექსპლუატირებადი სახურავისთვი, ასევე ტერასებისთვის, სადაც შეიძლება მისი მზის გულზე დატოვება, ფეხით სიარული და მასზე მაგიდების, სკამების დალაგება.


ree


პოლიურეთანის თვისებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე გააჩნია ბევრი უპირატესობა ბაზარზე დღეისთვის არსებული სხვა მემბრანულ თუ წასასმელ ჰიდროსაიზოლაციო სისტემებთან მიმართებით:


  • მაღალი ელასტიურობა 600%

  • ხანგრძლივი ექსპლუატაცია

  • მექანიკური დაზიანებებისადმი მედეგი

  • UV-ულტრაიისფერი სხივებისადმი მედეგი

  • ტემპერატურული ცვალებადობებისადმი ამტანობა

  • ყინვამედეგი

  • სიარული, მაგიდა-სკამების დალაგება

  • ფესვმედეგობა - შესაძლებელია მწვანე გადახურვის მოწყობა

  • ბზარებისადმი მედეგობა - 2მმ ზე მეტი


ree

 
 
 

Comments


+995 599 705 697 (837)

  • Facebook
  • LinkedIn

©2021 by GD SUPPLY. Proudly created with Wix.com

bottom of page