top of page
Search

ჰიდროიზოლაციის ტიპები

  • Writer: GD SUPPLY
    GD SUPPLY
  • Jul 10, 2021
  • 1 min read

Updated: Jul 22, 2021




როდესაც ბრტყელი სახურავის ჰიდროიზოლირების საკითხი დგება, არჩევანი კეთდება ძირითადი 2 ტიპის გადახურვაზე, მემბრანულსა და თხევად, იგივე წასასმელ ჰიდროიზოლაციებს შორის. საწყის ეტაპზე მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი...



მემბრანული გადახურვა




მემბრანულ გადახურვაში არსებობს ძირითადი რამდენიმე ტიპის მემბრანა: საქართველოში და პოსტ საბჭოთა ქვეყნებში ყველაზე გავრცელებული ბიტუმის მემბრანა (იგივე ტოლი), PVC (პოლივინილქლორიდი) მემბრანა და EPDM მემბრანა. თითოეულ მათგანს გააჩნია ერთმანეთისგან განსხვავებული თვისებები, საექსპლუატაციო პერიოდი, გამოყენების და შესრულების ტექნოლოგია, ხარისხები და რა თქმაუნდა ფასსწარმოქმნა. ამ ყველაფერს დეტალურად შემდეგ ბლოგში განვიხილავთ.


თხევადი, წასასმელი ჰიდროიზოლაცია





აღნიშნული ჰიდროიზოლაციის ტიპი განეკუთვნება პოლიმერული ქიმიური ნაერთებისგან შემდგარ თხევად ნივთიერებას, რომელიც გამოყენების (ზედაპირზე დატანის) შემდგომ იღებს რეზინის ან მყარი მემბრანის სახეს (დამოკიდებულია მასალის ტიპზე), მაგალითად ცემენტ-აკრილი შედარებით უხეში ზედაპირისაა, პოლიურეთანი რბილი და ა.შ...


მოცემული ტიპის ჰიდროიზოლაციებში ბაზარზე შეგვხვდება საკმაოდ ბევრი ტიპის მასალა, რომელთაგან ძირითად უნდა გამოვყოთ 3 მთავარი ტიპი: ცემენტ-აკრილის , აკრილის და პოლიურეთანის ფუძეზე შემდგარი ჰიდროიზოლაციები. თითოეულ მათგან გააჩნია რიგი დადებითი მხარეები, თვისებები და მახასიათებლები რომელთა მიხედვითაც ირჩევა თუ რომელი ტიპის მასალა სად შეგვიძლია გამოვიყენოთ. ამ და სხვა დეტალებზე ვისაუბრებთ შემდეგ ბლოგში.


მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ ყველა ზემოთ ჩამოთლილი მასალა აპრობირებულია და თითოეულ მათგანს შეუძლია გადაჭრას საიზოლაციო პრობლემა მისი მართებულად გამოყენების შმეთხვევაში. მთავარია სწორად განვსაზღვროთ ჩვენი კონრეტული ობიექტის საჭიროება და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება. ამისთვის საჭიროა გავიაროთ პროფესიონალური კონსულტაცია.

 
 
 

Comments


+995 599 705 697 (837)

  • Facebook
  • LinkedIn

©2021 by GD SUPPLY. Proudly created with Wix.com

bottom of page