top of page
Search

ჰიდროიზოლაცია. ისტორია, შედარება.

  • Writer: GD SUPPLY
    GD SUPPLY
  • Aug 10, 2021
  • 4 min read

ჰიდროიზოლაცია არის ტექნოლოგია, რომლის მთავარი ფუნქციაც გახლავთ დაიცვას წყლის ზემოქმედებისგან კონკრეტული სამშენებლო კვანძი. იქნება ეს საძირკველი,სახურავი, ტერასა თუ სხვა. არსებული ზედაპირის წყლის ზემოქმედებისგან დაცვა თავისთავად გულისხმობს, გაორმაგებულ ან თუნდათ გასამმაგებულ საექსპლუატაციო ვადას. მაგალითად ჰიდროიზოლაციით დაუცველი ზედაპირი თუ იმუშავებს 10 წელს, დაცული ზედაპირი იმუშავებს 30 ან 40 წელს ( ციფრები პირობითია,რადგან ჰიდროიზოლაციის გარდა სხვა გარემო ფაქტორებზეც არის დამოკიდებული ). ჰიდროიზოლაცია სჭირდება ნებისმიერ ნაგებობას, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება საკუთარი საცხოვრებელი სახლი, კორპუსი თუ სხვა. შენობას აქვს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი კვანძი, ესენი გახლავთ; საძირკველი და სახურავი. ორივე მათგანი უნდა იყოს დაცული წყლისგან, რათა ათწლეულებს და ზოგ შემთხვევაში ასწლეულებს გაუძლოს ნაგებობამ. დღეს მინდა შევადარო ორი ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი ჰიდროსაიზოლაციო მასალა და ტექნოლოგია. ესენია: რუბეროიდი ე.წ „ ტოლი“ და წასასმელი თხევადი მემბრანა აკრილის და პოლიურეთანისშემცველობით

ჰიდროზიოლაცია ჯერ კიდევ ძველი მესოპოტამიელები და ანტიკური ხანის ბერძნები იყენებდნენ საკუთარი ნავების და გემების წყლისგან დასაცავად. პირველი ჰიდროსაიზოლაციო მასალა გახლდათ გადაუმუშავებელი ბიტუმი. ამის შემდგომ უკვე ეგვიპტელებმა აღმოაჩინეს ტექნოლოგია, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იყო ბიტუმის გამოყენება პირამიდების საძირკველსა და მავზოლეუმებში. მრავალი საუკუნე ამ მიმართულებით საინტერესო არაფერი მომხდარა. ხოლო გასული მეორეც საუკუნე ჰიდროსაიზოლაციო ტექნოლოგიების აღმოჩენის პერიოდად მიიჩნევა. 1900 წლიდან დაიწყეს რუბეროიდის ე.წ „ტოლის“ წარმოება იმ სახით, რომელი სახითაც დღეს არის ბაზარზე წარმოდგენილი. 70 იან და 80 იან წლებში უკვე შეიქმნა თხევადი მემბრანები; პოლიურეთანი, აკრილი და ა.შ.

„ტოლი“ ეს გახლავთ გადამუშავებული ბიტუმისგან დამზადებული რულონური ჰიდროიზოლაცია, რომელიც გაჯერებულია დამატებით სამრეწველო პოლიმერებით ( კაუჩუკი და სხვა ). მისი მთავარი უპირატესობა გახლავთ მრავალწლიანი გამოცდილება. ეს არის ერთადერთი ღირებული თვისება ამ მასალის, რითიც ის წინ უსწრებს შემდეგი თაობის ახალი ტიპის ჰიდროსაიზოლაციო ტექნოლოგიებს. სწორედ ეს მრავალწლიანი გამოცდილება აიძულებს დღევანდელ მშენებლებს „ტოლის“ გამოყენებას საკუთარ პროექტებში. თუმცა ეს საკმაოდ არასაიმედო გადაწყვეტილებაა, რომ ამაზე კი ქვემოთ.

ახლა მინდა დეტალურად გესაუბროთ იმ უარყოფით მხარეებზე, რომელიც აქვს „ტოლს“.

1. პირველი და ყველაზე დიდი პრობლემა „ტოლის“ ეს გახლავთ გადაბმის ბევრი ადგილი. მოგეხსენებათ, რომ იგი სპეციალური ხელსაწყოთი ცხელდება და ისე ეკვრება ზედაპირს. სიგანეში გახლავთ 1 მეტრი, ამიტომ თუ თქვენი სახურავი არის 10 მეტრი, ერთი მიმართულებით ჰიდროიზოლაციას ექნება მინიმუმ 10 გადაბმის ადგილი და პლუს კუთხეები. შესაბამისად თუ შემსრულებელი გარკვეულ ტემპერატურმადე არ გააცხელებს ბიტუმს, ერთმანეთზე კარგად ვერ გადაებმევა მასალა, რაც მომავალში წყლის გაჟოვნას გამოიწვევს გადაბმის ადგილებიდან.

2. „ტოლი“ ვერ უძლებს მუდმივი წყლის ზემოქმედებას. თუ სახურავზე სადმე რამდენიმე დღის განმავლობაში დადგება გუბე და წყალი მუდმივად დააწვება მასალას იგი გაატარებს მას. ამ ყველაფერზე თავად მასალის მწარმოებელი კომპანიები აფრთხილებენ მომხმარებელს. ეს ყოველივე განსაკუთრებით დიდ დისკომფორტს უქმნის ისეთ ადგილებში მშენებლობებს, სადაც ზამთარში თოვლი მოდის ხშირად.

3. „ტოლზეშეუძლებელია დაზიანებული წერტილის პოვნა. მასალის ტექსტურიდან გამომდინარე დაზიანებული ადგილები ვიზუალურად არ ეტყობა მასალა. აგრეთვე თუ სახურავის რომელიმე წერტილიდან ჩამოდის წყალი, ეს არ ნიშნავს რომ „ტოლი“ დაზიანებულია ზუსტად ბეტონის დაზიანებული ადგილის ზევით. შეიძლება „ტოლზე“ დაზიანებული ადგილიდან 5 ან 10 მეტრში ჩამოვიდეს წყალი. წერტილოვნად მისი დამუშავება თითქმის შეუძლებელია, ამიტომ ჰიდროიზოლაცია თავიდან ხდება გასაკეთებელი.

4. „ტოლზე“ სიარული არ შეიძლებადა მასზე კერამოგრანიტის ან ბუნებრივი ქვის დატანა წებოცემენტით. რუბეროიდს არ გამოიყენებენ ექსპლუატირებადი გადახურვებისთვის. მას ვისაც უნდა სახურავზე სიარული და მისი ტერასად გამოყენება, ამ შემთხვევაში „ ტოლი“ არის ცუდი გადაწყვეტილება.

ამ პრობლემების ფონზე ალბათ ის ყველაზე ნაკლებად შემაწუხებელია, რომ ზაფხულში გაცხელების შემთხვევაში გამოყობს ბიტუმის არასასიამოვნო სუნს, რაც საკმაოდ დიდი დისკომფორტია.

ეს გახლავთ „ტოლის“ ძირითადი მახასიათებლების ჩამონათვალი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ჰიდროიზოლაციის გაკეთების დროს. ახლა კი მინდა გესაუბროთ წასასმელ თხევად მემბრანებზე, რომლებიც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ბაზარზე და მათზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება.

თხევადი წასასმელი მემბრანების მთავარი უარყოფითი მხარე გახლავთ ალბათ შედარებით ნაკლებწლიანი გამოცდილება ( 70 იანი წლებიდან დაიწყეს აქტიურად პოლიურეთანის წარმოება ) და არათანაბარი ხარისხი. ყველა მწარმოებელი კომპანია ერთსა და იმავე შედეგს არ იძლება. ამიტომ წასასმელი მემბრანით ჰიდროიზოლაციის გაკეთების დროს აუცილებლად უნდა მიაქციოთ მწარმოებელ კომპანიას ყურადღება, რადგან საბოლოო ჯამში ცუდი შედეგი არ მიიღოთ. ძირითადად ბაზარზე გვხვდება რამდენიმე ტიპის წასასმელი მემბრანა, რომლებსაც ყველას თავისი გამოყენების არეალი აქვთ;

ü აკრილი ( გამოიყენება სახურავზე, ტერასაზე, საძირკველში :

ü აკრილ ცემენტი ( გამოიყენება სახურავზე, სახურავზე, ტერასაზე და სჭირდება კერამოგრანითი ან სხვა შემცვლელი ქვით დაცვა მზის სხივების ზემოქმედებისგან)

ü პოლიურეთანი ( გამოიყენება სახურავზე, ტერასაზე, საძირკველში, აუზებში )

ü პოლიურეა ( გამოიყენება სახურავზე, ტერასაზე, საძირკველში, ხიდების და საგზაო მშენებლობების დროს )

ü თხევადი ბიტუმი ( გამოიყენება საძირკველში )

პ.ს. მასალების გამოყენების არეალი გახლავთ პირობითი, რადგან შეიძლება აკრილი ან სხვა მემბრანა იყოს გაჯერებული სამრეწველო პოლიმერებით და მისი გამოყენება შესაძლებელი იყოს იგივე ხიდების მშენებლობის დროსაც კი.

აგრეთვე ბაზარზე არსებობს უამრავი სხვა თხევადი ჰიდროსაიზოლაცი მემბრანები, თუმცა საქართველოში ძირითადად აღნიშნული ტიპის მასალებს იყენებენ. მათი მთავარი უპირეტესობებია:

1. გადაბმების ადგილების არარსებობა. გამომდინარე იქიდან რომ მისი დატანა ზედაპირზე ხდება წასმის მეშვეობით, შრობის შემდგომ იგი გარდაიქმნება ელასტიურ მემბრანად, რომელსაც არ აქვს გადაბმის ადგილი.

2. მზის სხივებისამდი მედეგი. აღნიშნული ტიპის ჰიდროიზოლაციები არ საჭიროებს დამატებით დაცვას გრანიტით ან მეტლახით. იგი შეგიძლიათ პირდაპირ დატოვოთ და ულტრაიისფერი სხივების ვერ დააზიანებს მას.

3. უძლებს ზევიდან სიარულს. წასასმელი ტიპის ჰიდროიზოლაციებს აქტიურად იყენებენ ექსპლუატირებადი გადახურვები. იგი ხშირ შემთხვევაში უძლებს ფეხით სიარულს და მექანიკურ ზემოქმედებებს.

4. ფერების ფართო არჩევანი. შესაძლებელია თქვენი სახურავი ან თუნდაც ტერასა იყოს სხვადასხვა ფერის, რაც დამატებით ვიზუალურ ეფექტს სძენს თქვენს გადახურვას.

5. მარტივია დაზიანების ადგილის პოვნა. „ტოლისგან“ განსხვავებით წასასმელი მემბრანა 100 % ეკვრის ზედაპირს და მასზე დაზიანებული ადგილი ვიზუალურად ჩანს. მისი შეკეთება მარტივია.

6. უძლებს მუდმივი წყლის ზემოქმედებას. ეს ალბათ ერთერთი მთავარი უპირატესობაა „ტოლთან“ შედარებით. თუ სახურავის რომელიმე წერტილში წყლის გუბე დადგება, ეს საშიშროებას აღარ წარმოადგენს, რადგან აღნიშნული ტიპის ჰიდროიზოლაციები უძლებენ წყლის მუდმივ ზეწოლას. აღნიშნული კი საკმაოდ მნიშვნელოვანია იმ ტიპის გადახურვებისთვის, რომელიც კეთდება თოვლიან ადგილებში. სადაც ტემპერატურად - 20 ან -40 გრადუსამდე ეცემა.

იმედია აღნიშნული ინფორმაცია გამოგადგებათ სამომავლო გადაწვეტილებების მიღებაში. სამომავლოდ შემოგთავაზებთ უფრო ვრცლად კონკრეტულ ჰიდრისაიზოლაციო გადაწყვეტილებებს კერძო სახლებისა და კორპუსებისთვის.

GD Supply - უკეთესი სამშენებლო გადაწყვეტილებები.

 
 
 

Comments


+995 599 705 697 (837)

  • Facebook
  • LinkedIn

©2021 by GD SUPPLY. Proudly created with Wix.com

bottom of page