პოლიურეთანის ჰიდროიზლაცია/უპირატესობები/აღწერა
- GD SUPPLY
- Aug 20, 2023
- 1 min read
პოლიურეთანი ბრტყელი გადახურვის სისტემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სანდო პრემიუმ კლასის ჰიდროსაიზოლაციო მასალაა. იგი განეკუთვნება თხევადი(წასასმელი) ტიპის მემბრანებს, რომელიც ზედაპირზე წასმის შემდეგ შრება და იღებს რეზინოვან ზედაპირს.

მასალის ნედლეულიდან და დამზადების ტექნოლოგიიდან გამომდინარე განეკუთვნება პრემიუმ კლასის ჰიდროიზალიას და ძირითადად გამოიყენება მაღალი კლასის მშენებლობაში, როგორც კერძო სახლების, ასევე საცხოვრებელი კორპუსების, სასტუმროებისა და საწარმოების გადახურვისთვის. გამოყენება შეიძლება როგორც არაექსპლუატირებადი სახურავისთვი, ასევე ტერასებისთვის, სადაც შეიძლება მისი მზის გულზე დატოვება, ფეხით სიარული და მასზე მაგიდების, სკამების დალაგება.

პოლიურეთანის თვისებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე გააჩნია ბევრი უპირატესობა ბაზარზე დღეისთვის არსებული სხვა მემბრანულ თუ წასასმელ ჰიდროსაიზოლაციო სისტემებთან მიმართებით:
მაღალი ელასტიურობა 600%
ხანგრძლივი ექსპლუატაცია
მექანიკური დაზიანებებისადმი მედეგი
UV-ულტრაიისფერი სხივებისადმი მედეგი
ტემპერატურული ცვალებადობებისადმი ამტანობა
ყინვამედეგი
სიარული, მაგიდა-სკამების დალაგება
ფესვმედეგობა - შესაძლებელია მწვანე გადახურვის მოწყობა
ბზარებისადმი მედეგობა - 2მმ ზე მეტი

Comentarios